Friday, September 27, 2019

გაკვეთილის გეგმა

სახელი,  გვარი
გულნარა  ლაბაძე
თარიღი
2019  წლის  28 მაისი
კლასი
II-IV  კლას კომპლექტი
საგანი
ბუნებისმეტყველება
თემა
II  კლასი
„გავუფრთხილდეთ  ბუნებას“
IV  კლასი
„ძუძუმწოვარი  ცხოველების  სასიცოცხლო  ციკლი“

მიზანი
Ø  ილუსტრაციისა და  რეალური   მოვლენების ამოცნობა
Ø  დაკვირვების  შედეგებზე  დაყრდნობით  კითხვებზე  პასუხის  გაცემა
Ø  უსაფრთხოების   მიზნით   საკუთარი  ქმედებების  გაცნობიერება
ე.ს.გ  სტანდარტები
ბუნ.II.1   მოსწავლემ უნდა შეძლოს  პრაქტიკულ  აქტივობებში  მონაწილეობა და   ელემენტარული  უნარ  ჩვევების  დემონსტრირება
ბუნ.II.2 მოსწავლემ   უნდა შეძლოს  სიცოცხლის  ძირითადი   ნიშნების  ამოცნობა
ბუნ.IV.3
  მოსწავლემ უნდა შეძლოს    სხვადა  სხვა  ორგანიზმების   სასიცოცხლო  ციკლის   შედარება
მისაღწევი  შედეგები
შედეგი  თვალსაჩინოა  თუ: 
ამოიცნობს ,  აღწერს  და  ახასიათებს  სხეულებს  ან და მოვლენებს   ილუსტრაციებზე  ან  რეალობაში.
ეფუძნება  პირად  მოსაზრებებს  ან  დაკვირვების შედეგებს  დასმულ  კითხვაზე  პასუხის  გასაცემად,  არჩევს  ცხოველებს,  აკვირდება და   აგროვებს  ინფორმაციას,  როგორ  მოძრაობს,   ვითარდება, იზრდება, სუნთქავს  და მრავლდ3ება.   ადარებს  საკუთარ  და  კლასელების  ნამუშევრებს.
შედეგი თვალსაჩინოა  თუ:
ამოიცნობს  მცენარეებისა  და  ცხოველების  სასიცოცხლო    ციკლის ძირითად  ეტაპებს (ცხოველები- დაბადება-ზრდა, განვითარება,  გამრავლება).
მცენარეები (გაღვივება, აღმოცენება,   ზრდა-განვითარება, გამრავლება).
 აღწერს  მათთან  დაკავშირებულ  ცვლილებებს.  აკვირდება  ორგანიზმების  სასისცოცხლო  ციკლის   სხვადასხვა  სტადიებს, 
გააკეთებს  ჩანაწერს  ან  ჩანახატი  სქემის  სახით  გააკეთებს  პრეზენტაციას,
რესურსი
დაფა,  ცარცი,  სახელმძღვანელო,   თაბახის  ფურცლები
დაფა  ცარცი  სახელმძღვანელო,  კომპიუტერი
,  თაბახის  ფურცლები,  მწერების  სასიცოცხლო   ციკლის  სქემა.  ფრინველების  სასიცოცხლო  ციკლის  სქემა,  ძუძუმწოვრების  სასიცოცხლო  ციკლის  სქემა
 
აქტივობა  # 1

      2  წთ



საორგანიზაციო  საკითხები:
მისალმება
მოსწავლეთა  კონტიგენტის  შემოწმება
გაკვეთილის  მიზნების გაცნობა
შეფასების  რუბრიკების  გაცნობა



აქტივობა  # 2


10  წთ











წინარე  ცოდნის  გააქტიურება:
მოსწავლეებს  ვურიგებ    წინასწარ  გამზადებულ  ფურცლებს  სადაც    უნდა  ამოიცნონ    ის  სხეულები,  რომლების  შეიძლება  საფრთხეში  ჩავარდნენ  ან  განადგურდნენ  ხანძრის  დროს  და  გააფერადონ











წინარე  ცოდნის  გააქტიურება:
1,  გაიხსენეთ  ქვეწარმავლებისა და  ამფიბიების  სასიცოცხლო  ციკლი.
2.    გაიხსენეთ და შეადარეთ  ქვეწარმავლებისა და  ფრინველების  სასიცოცხლო  ციკლი და  წარმოადგინეთ  სქემის  სახით  და    გავაკეთოთ  პრეზენტაცია
           ქვეწარმავლები            საერთო       ფრინველები

                                                                                                       


აქტივობა # 3
 10  წთ
ვთხოვ   მოსწავლეებს    ჩამოთვალონ  ხანძრის    გამომწვევი  მიზეზები
ა) ანთებული  ასანთის  გადაგდება
ბ) სიგარეტის  ნამწვავის  გადაგდება
გ) არასწორ  ადგილას  დანთებული  კოცონი
დ) ძლიერი  სიცხე
მოსწავლეების  დახმარებით  ვადგენ  თითოეულ  ხანძრის  გამომწვევ  მიზეზზე  ქცევის  წესები
ვთხოვ  მოსწავლეებს  შეავსონ  კროსვორდი
აქტივობა  # 4

5  წთ
სახელმძღვანელოზე  მუშაობა:
ვთხოვ  მოსწავლეებს    წაიკითხონ   წიგნში მოცემული  ტექსტი  „ეს  საინტერესოა“,  ამოიწერონ  დავალების  რვეულში  რაც  დაამახსოვრდათ  და  მიაჩნიათ  რომ  არის  მნიშვნელოვანი.
აუხსნან  ერთმანეთს,  ერტი  მოსწავლე  ასრულებთ  „შხამიანი  გველების შესახებ“,  ხოლო  მეორე    „მორიელის“ შესახებ

მინი  ლექცია   „ძუძუმწოვარი  ცხოველების  სასიცოცხლო  ციკლი“,
ვიდეო  რგოლის  ჩვენება
აქტივობა # 5
5წთ
ვთხოვ  მოსწავლეებს  ჩამოწერონ    ფურცლებზე    ის  წესები  რაც  უნდა  დაიცვან  ტყეში  გველის  შეხვედრისას,  მორიელის  შეხვედრისას,  ან  შეიძლება  თუ  არა   ტყეში  უცხო  ხილის  ჭამა?

ვთხოვ  მოსწავლეებს  შეასრულონ  ინდივიდუალური    სამუშაო,  რომლებიც  მექნება  წინასწარ  ფურცლებზე  დაბეჭდილი  (დავალება 2,3,4)
აქტივობა  # 6
5წთ
მოსწავლეთა  შეფასება: მოსწავლეებს  ვუკეთებ  შეფასებას  კომენტარით,
 ასევე  აფასებენ  წინასწარ  გამზადებული    კრიტერიუმებით, ახდენენ როგორც  თვითშეფასება  ასევე    ურთიერთ  შეფასებას

აქტივობა # 7
3  წთ
შეჯამება
ვთხოვ  მოსწავლეებს  მოცემულ  ცხრილში  გაანაწილონ  ცხოველები  შესაბამის  სვეტებში
შხამიანი



მტაცებელი




გველი, მორიელი, ბზიკი, მგელი, დათვი. კოღო



  საშინაო  დავალების  მიცემა

შეჯამება
შეავსონ  ასოციაციური  რუკა
საშინაო  დავალება
ვთხოვ  მოსწავლეებს: მოიძიონ  ინფორმაცია  ერთ  რომელიმე   ძუძუმწოვარ  ცხოველზე,  აღწერონ მისი   გავრცელების შესახებ   და  გააკეთონ  პრეზენტაცია    გამრავლების,  განვითარების  ეტაპებზე. 
                                                                გ ი ს უ რ ვ ე ბ თ   წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ს




გაკვეთილის ბოლოს მოსწავლის თვითშეფასების სქემა

რა იყო გაკვეთილზე შენთვის ყველაზე საინტერესო?
რა ისწავლე ამ გაკვეთილზე?
რა გააკეთე ამ გაკვეთილზე?
ვისთან ერთად იმუშავე?
რა გააკეთე კარგად? რა იყო შენი წარმატების მიზეზი?
რა ვერ გააკეთე კარგად?რა იყო შენი წარუმატებლობის მიზეზი?
რა გინდა, შემდეგში უკეთ გააკეთო?

]






ეფასების სქემა

კრიტერიუმი
საუკეთესო

კარგი

საშუალო

დაბალი

გამართული და სწორი მეტყველება
აქვს გამართული
მეტყველება,  მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ-გამომსახველობით საშუალებებს.
გამართულად მეტყველებს; იყენებს მართებულ სინტაქსურ კონსტრუქციებს.
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. საუბრობს დამაკმაყოფილებლად.
არ იცავს მართლმეტყველების წესებს; უჭირს გამართულად საუბარი.
სათქმელის ნათლად გადმოცემა; მსჯელობის უნარი
სათქმელს გადმოსცემს ნათლად; საკითხს აშუქებს ამომწურავად. მსჯელობს სათანადო არგუმენტების მოხმობით.
სათქმელს გადმოსცემს ნათლად. საკითხს აშუქებს თანმიმდევრულად. მსჯელობს არგუმენტებით.
სათქმელს გადმოსცემს გასაგებად;  მსჯელობს დამაკმაყოფილებლად.მოჰყავს არგუმენტებიო, მაგრამ ვერ ამყარებენ თეზისს.
უჭირს სათქმელის ნათლად გადმოცემა და მსჯელობა.
კონტაქტი აუდიტორიასთან; თვალსაჩინოების გამოყენება
მოსწავლე წარმატებით იყენებს არავერბალურ საშუალებებს, აუდიტორიასთან ამყარებს თვალით კონტაქტს.
ადეკვატურად იყენებს არავერბალურ საშუალებებს; ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტს.
მეტნაკლებად ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტს.
ვერ ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტს.
კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა
ამომწურავად პასუხობს კითხვებს.
ადეკვატურად პასუხობს კითხვებს.
პასუხობს კითხვებს.
ვერ პასუხობს კითხვებს.
ჩართულობა
საგაკვეთილო პროცესში აქტიურად არის ჩართული.
  ჩართულია საგაკვეთილო პროცესში, მაგრამ უშვებს მცირე უზუსტობას.
ცდილობს  მიიღოს მონაწილეობა გაკვეთილის მსვლელობაში, მაგრამ ზოგჯერ შეცდომას უშვებს.
უჭირს საგაკვეთილო პროცესში ჩართვა.









მოცემულ  ცხრილში  გაანაწილონ  ცხოველები  შესაბამის  სვეტებში:
შხამიანი



მტაცებელი




გველი, მორიელი, ბზიკი, მგელი, დათვი, ბზიკი